თვე: დეკემბერი 2025
რას გვპირდება ცეცხლოვანი ცხენის წელი – ზეციური ენერგია 2026
ჩინურ ასტროლოგიაში ყოველი წელი ასოცირდება 12 ზოდიაქოს ცხოველიდან ერთ-ერთთან და 5 ელემენტიდან ერთ-ერთთან: მეტალი, ხე, წყალი, ცეცხლი ან მიწა. ამ ელემენტებს შეუძლიათ ერთმანეთის შევსება ან ერთმანეთთან შეჯახება. სწორედ ამ ურთიერთქმედებას მიაწერენ ბუნებრივ სამყაროში ჰარმონიის, ბალანსისა და წესრიგის დამყარებას. ორმაგი ცეცხლის ენერგია და 60-წლიანი ციკლი 5 ელემენტისა და 12 ზოდიაქოს ნიშნის არსებობის გამო, ნებისმიერი კონკრეტული კომბინაცია […]
ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის კრიმინალური ისტორია
ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაკავებულია,⁹ მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე. ამას ვამბობდი ზუსტად“, – წერს ხატია დეკანოიძე. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ […]
საფრანგეთი საუკუნის ლეგენდას ბრიჯიტ ბარდოს ემშვიდობება
1934 წელს, პარიზის საშუალო კლასის ოჯახში დაბადებული ბრიჟიტ ბარდო, რომელიც ბალერინობას აპირებდა, 15 წლის ასაკში ჟურნალ Elle-ის გარეკანზე მოხვდა და რეჟისორ მარკ ალეგრესა და მისი ასისტენტის, როჟე ვადიმის, ყურადღება მიიქცია. მასზე ექვსი წლით უფროსი ვადიმი მოგვიანებით მსახიობის პარტნიორი გახდა და დიდი როლი ითამაშა ბარდოს ვარსკვლავური კარიერის დაწყებაში. ბარდომ სამსახიობო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და სახელი გაითქვა […]
ათობით მილიონი ევროპელი ევროკავშირის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპატიმრებას მოითხოვენ
საფრანგეთში, ესპანეთში,ბელგიასა და პოლონეთში, თითქოს ევროპის ყველა კუთხეში ევროკავშირის დაშლას ითოვენ,ასევე ათობით მილიონი ევროპელი მოითხოვს ევროკაშირის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპატიმრებას იხ.ვიდეო https://www.facebook.com/share/r/14SHz6eqw34/
გულმა რომ დიდხანს იმუშაოს- ყველაფერი, რაც იცავს სისხლძარღვებს
გული ერთადერთი კუნთია, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობს. ის იწყებს ცემას მუცლადყოფნის პერიოდში – განვითარების დაახლოებით მესამე კვირას – და აგრძელებს მუშაობას ბოლო ამოსუნთქვამდე. ის დღეში დაახლოებით 100 000-ჯერ ცემს, 7 ტონამდე სისხლს გადატუმბავს დაღლილობის გარეშე. მაშ, რატომ არ „იწვება“ გული ზედმეტი დატვირთვისგან, როგორც ნებისმიერი სხვა კუნთი? გულის გამძლეობის მთავარი მიზეზი მისი უნიკალური სტრუქტურა […]
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა ერთჯერადად აღუდგება იმ პირებს, ვისაც მართვის უფლება ჩამორთმეული აქვთ 2025 წლის 16 დეკემბრამდე
18 000 ათასს საქართველოს მოქალაქეს სხვადასხვა მიზეზით ჩამორთმეული აქვს მმართვის მოწმობა. ამინისტიის თანახმად, 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა ერთჯერადად აღუდგებათ იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ 2025 წლის 16 დეკემბრამდე. უფრო კონკრეტულად კი მართვის მოწმობებს დაუბრუნებენ იმ მძღოლებს, რომლებსაც პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45-ე პრიმა, 115-ე სეკუნდა, 116-ე და 123-ე მუხლით ჩადენილ სამართალდარღვევებს ედავება […]
„დაიცავით ჩემი შვილი, რომ არ მოკლან თქვენი შვილიც!“
მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. “გააზიარეთ! მ ი ე რ თ გ უ ლ ე ს ა ქ ა რ თ ვ ელ ო ვ ! მე ვარ, არასრულწლოვნების მიერ, წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად, საშინელი სისასტიკით მოკლული ექიმი/მასწავლებელი, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე! დედებო, მამებო, დამიდექით გვერდით! მოდით, 22 დეკემბერს, 16:00 […]
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედება შეუჩერდა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას განმარტავს. განცხადების თანახმად, არქიმანდირტ დოროთესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით პატრიარქს ქორეპისკოპოსებმა, სინოდალური კომისიის წევრმა მღვდელმთავრებმა, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა და პატრიარქის მდივანმა მიმართეს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ბოლო პერიოდში, მასმედიის საშუალებით თუ ამბიონიდან ქადაგებებისას, გამუდმებით გამოთქვამდა საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრების თუ ცალკეული სასულიერო პირების […]
„ დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს დათმობას!“-სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს დათმობას!“– წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ესწრება თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს ეძღვნება და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, […]
2026 წელს პრეზიდენტის ხელფასი წლიურად -192 000 ათასი ლარი იქნება, პრემიერ- მინისტრის ხელფასი წლიურად 192 000 ათასი ლარი, ხოლო პარლამენტარების წლიური ხელფასი 122 880 ათასს ლარს გაუტოლდება
ისევ მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება, თითქოსდა დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. ამ ჩინოვნიკების გარკვეული ნაწილი ოფიციალური მილიონერია. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება – აღნიშნულს ითვალისწინებს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო. მათ შორის […]
