წელი: 2025
აშშ კონგრესმა “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაასანქცირა
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act-ი), – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“. პალატას ამჟამად 433 კონგრესმენი აკომპლექტებს – 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი. საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი […]
ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა ამოქმედდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის ვადით
სტამბულში შეხვედრის შემდეგ საფრანგეთმა,გაერთიანებულმა სამეფომ და პოლონეთმა რუსეთისადმი წაყენებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მანამდე კი,რამდენიმე ქვეყნის ლიდერები 10 მაისს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეხვედრა გამართეს. კიევში გამართულ შეხვედრაში ჩაერთო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ლიდერებმა მასთან ინიციატივის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. ქვეყნების ლიდერების ერთობლივი განცხადება,უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება, სრულად […]
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა
კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი რომის პაპად არჩევის შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა. ის წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე წარდგა და მათ სიტყვით მიმართავს. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-დ იწოდება. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. ახალი […]
” ჯავახეთში ალავიტი ოჯახები ხომ არ ჩამოვასახლოთ”?- დაცლილ რეგიონებს თუ არ მივხედეთ, ცარიელ ტერიტორიებს სხვები შეავსებენ!”-ლევან მამალაძე
დაცლილ რეგიონებს თუ არ მივხედეთ, ცარიელ ტერიტორიებს სხვები შეავსებენ! გვესაუბრება „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე: _ ბატონო ლევან, ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის განცხადებას პერსპექტიული, მაგრამ არასრული უწოდა. პუტინი ზავის დადებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ თანხმდება. რა განვითარებას ხედავთ ამ კუთხით? _ ვფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტა, საკითხის გადაწყვეტას არ ნიშნავს. დიდმა პოლიტიკოსებმა თქვეს, მოდი, ცეცხლის შეწყვეტის […]
91 მიგრანტი გააძევეს საქართველოდან
საქართველოში მიგრანტთა დიდი ნაკადი შემოდის,მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 430 მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს – ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. რაც შეეხება გასული წლის ბოლო 2 თვეს, საქართველოდან დეპარტამენტმა 91 პირი გააძევა. სამინისტროს ცნობით, გაძევების პროცედურის ფარგლებში ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის […]
კლინიკა “ვივამედში” დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი გარდაიცვალა
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროს განმარტებით, ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შესახებ ვიდეოს და განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით, თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. „არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ […]
“ამას მე არ ვიმსახურებდი,ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ”-ვალერი გელაშვილი
“გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონიო თეა, მაგრამ ამას მე არ ვიმსახურებდი. ეს არის ჩემი დაუმთავრებელი საქმეები – მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?” – ასე მიმართა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და მაგიდაზე ის საჩივრები დაუდო, რომელიც კომისიის სხდომაზე მიიტანა […]
ვინ აუნაზღაურებს ზარალს მოვაჭრეებს?-15 000 კვ ფართობი დაიწვა
ვაგზალზე მდებარე სავაჭრო ცენტრი დაიწვა,რამ გამოიწვია ხანძარი და ვის ინტერესებში შედიოდა ამ ტერიტორიის მითვისება? ერთი სიტყვით, ბევრი კითხები არსებობს დამწვარი ბაზრობის ირგვლივ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ გარემოვაჭრეები,რომლებსაც საბანკო კრედიტები ჰქონდათ აღებული. ვინ და როგორ აუნაზღაურებს გარემოვაჭრეებს ზარალს? ამაზე პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს. დაზარალებული მოვაჭრეები, ტერიტორიის მფლობელი და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ – დამწვარია […]
ახალი პირადობის მოწმობის საფასური 65 ლარი იქნება
მოუწევთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს 2025 წლის 4 ივნისიდან ახალი პირადობის მოწმობის აღება – დეტალები ცვლილების შესახებ 17 მარ. 2025 34176 2025 წლის 4 ივნისიდან გაცემულ პირადობის მოწმობებს ახალი დიზაინი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს გვერდზეა გამოქვეყნებული. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის […]
სააღდგომო ეპისტოლე-“გვჯერა ეს თუ არ გვჯერა, გვსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია, – ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება”
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს ილია II-ის 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს უცვლელად გთავაზობთ: სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: ქრისტე აღდგა! აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც […]
