12 ნოე, 2026

მოვლენები მსოფლიოში

ეკონომიკა

1 min read

ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მოქმედებები და თავდასხმები ნავთობტანკერებზე ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს

ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მოქმედებები და თავდასხმები ნავთობტანკერებზე ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო დღეების განმავლობაში სრუტეში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო დარტყმა და აფეთქება დაფიქსირდა:მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებისა, რომ ირანთან ომი „პრაქტიკულად დასრულდა“, რეგიონში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.  დღისათვის კატარის შუამავლობით მიმდინარეობს დიპლომატიური მოლაპარაკებები. ირანი აცხადებს, რომ მზად არის სრუტე 2 დღეში გახსნას, თუ აშშ მოხსნის […]
1 min read

თბილისის 2027 წლის ბიუჯეტი 2 239 769 000 ლარს შეადგენს

თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს, დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად  უკვე წარედგინა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ წინა წლების მსგავსად, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ იქნება მიმართული. „ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, […]
1 min read

„ის, რასაც დღეს ჩემზე ავრცელებენ, ყველანაირ ზღვარს ცდება“

„დღეს მე რა ნერვიულობაც გადავიტანე, არავის ვუსურვებ! ეს წლებია, ყველაფერს ვაკეთებთ ჩემი გუნდი და მე, რომ ადამიანებს სიმართლის დადგენაში დავეხმაროთ. რის ფასად გვიჯდება ეს, აქ ნამდვილად არ მოვყვები, მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი არჩევანია და შესაბამისად არ ვაპირებთ თავს მოგახვიოთ. თუმცა . ძალიან არ მინდოდა ჩემი და ნატა ვიბლიანის პირად მიმოწერაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ […]
1 min read

„ ალექსანდრე ტერორისტი არ არის“-ალეკო ელისაშვილის მეუღლე ირინა კილოსანიძე

ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, […]

1 min read

ალეკო ელისაშვილი დააკავეს,რომელმაც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბის დაწ­ვა სცა­და

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ელი­საშ­ვილ­მა დღეს დი­ლით, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბის დაწ­ვა სცა­და.

1 min read

არა არაბიზაციას!-საქართველო 2050 წლისათვის მომაკვდავი ერების სიაში

არა არაბიზაციას საქართველოში. დღეს,ისე როგორც არასდროს,საქართველოს დემოგრაფიული საფრთხე ემუქრება. 2050 წლისთვის საქართველო მომაკვდავი ერების სიაში შეიყვანეს. გთავაზობთ ექსპერტ დემურ გიორხელიძის მიმოხილვას საქართველოს არაბიზაცის თემაზე. “არაბი წესიერად და პირდაპირ ამბობს: “არაბმა ინვესტორმა განაცხადა, რომ არაბული ქალაქები კოსმოპოლიტური თავშესაფარი იქნება”. საქართველოს უმწიფარი ხელისუფლება, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება, “ისტორიული ინვესტიციააო და უარს ვერ ვიტყვითო”. 🙂 აბა, მითხარით არაბსა […]

1 min read

“ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, 100 000 დოლარზეა მიბმული (ბინის შესყიდვაზე) ბინადრობის ნებართვის გაცემა..”

არაბულ ინვესტიციაზე საქართველოს  მოსახლეობის უარყოფითი განწყობა კიდრვ უფრო მძაფრდება.ამას პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძუს განცხადება აღნიშნულ პროექტზე კიდევ უფრო იწვევს გაუგებრობას და დაძაბულობას. ირაკლი კობახიძის განცხადება არაბულ პროექტზე: “ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით 100 000 დოლარზეა მიბმული (ბინის შესყიდვაზე) ბინადრობის ნებართვის გაცემა… არავითარი სპეციალური პრივილეგიები უცხოელ მყიდველებს არ ენიჭებათ, გარდა იმისა, რაც ზოგადად არის კანონმდებლობით გათვალისწინებული”- აცხადებს კობახიძე.

1 min read

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედას კვლავ ემუქრებიან, პროკურატურა უსუსურია

  შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე  ხელისუფლებას მიმართავს და  მისი შვილის გიგა ავალიანის მკვლელების დასჯას ითხოვს,მან რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას, მაგრამ როგორც მისი წერილიდან ირკვევა, პროკურატურა ნებსით თუ უნებლიედ  გიგა ავალიანის მკვლელების პასუხისგებაში მიცემას და  სიმართლის დადგენას ამ დრომდე არ აპირებს. გთავაზობთ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედის ეკა კუპატაძის მიმართვას ხელისუფლებისადმი. „მივმართავ ხელისუფლებას! მე რომ გუშინ ღია […]

1 min read

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიებად აღიაროს

“ორივე მხარე რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს უნდა დათანხმდეს” – აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიებად აღიაროს – სანაცვლოდ, ვაშინგტონი კიევსა და ევროპას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება  ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიებად აღიაროს – უკრაინისგან დათმობებს მოითხოვს ტრამპის ახალი გეგმის მიხედვით, სანაცვლოდ კი  ვაშინგტონი კიევსა და ევროპას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება. რუსეთ-უკრაინის ომის […]

1 min read

„დაგეგმილია 16000 ბინის გაყიდვა, 60% გაიყიდება უცხოელებზე“-ირაკლი კობახიძე

“იგლ ჰილსის” პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ერთ პროექტს ამხელა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, ბიუჯეტსა და დასაქმებაში, იქ საუბარი ზედმეტია […]

1 min read

ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ ბინას ყადაღა დაედო

  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს მიერ შეფარდებული მილიონიანი გირაო ბინის უზრუნველყოფით დაფარა. მისი ბინა დაყადაღებულია — ინფორმაციას ყოფილი პრემიერის ადვოკატი ადასტურებს და განმარტავს, რომ ყადაღა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს დაედო, სადაც ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად ამჟამად ცხოვრობს შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სხვა პირების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას […]

1 min read

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

პენიტენციური სამსახური: ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც მოსალოდნელი იყო დღეს პატინარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში  “ვივა- მედიდან” რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 […]

1 min read

გიორგი გახარიას   სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც სასჯელის ზომად 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

დღეს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას   სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და […]